SamedicinoTargmna („კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენი“) განმარტავს თქვენს წვდომასა და გამოყენებას ჩვენს ვებგვერდზე www.samedicinotargmna.ge („საიტი“) და ნებისმიერ დაკავშირებულ სამედიცინო თარგმანის მომსახურებაზე („მომსახურებები“).
ჩვენი საიტის ან მომსახურებების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს და წესებს.
2. ვის შეუძლია ჩვენი მომსახურების გამოყენება
ჩვენი მომსახურებების გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის და უფლებამოსილი ხართ წარადგინოთ სამედიცინო დოკუმენტები თქვენი ან მესამე პირის (მაგ., პაციენტი, საავადმყოფო, კლინიკა, კვლევითი ცენტრი) სახელით.
3. სამედიცინო თარგმანის მომსახურება არ არის სამედიცინო რჩევა
ჩვენი თარგმანები მხოლოდ ერთი ენიდან მეორე ენაზე ტექსტის თარგმანია. ჩვენ არ ვიძლევით სამედიცინო რჩევებს, დიაგნოზს, კლინიკური მონაცემების ინტერპრეტაციას ან მკურნალობის რეკომენდაციებს.
4. მომხმარებლის პასუხისმგებლობები
თქვენ ეთანხმებით რომ:
-მოგვაწვდით ზუსტ და სრული საწყის სამედიცინო დოკუმენტაციას.
-დაეთანხმოთ ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვლის პოლიტიკას (იხ. ჩვენი მონაცემთა დაცვის პოლიტიკა).
-არ გამოგვიგზავნით ყალბ ან ნაწილობრივ დოკუმენტაციას
-გამოიყენებტ ჩვენს მიერ ნათარგმნ მასალებს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, კანონიერი მიზნებისთვის.
5. ინტელექტუალური საკუთრება
ყველა ნათარგმნი მასალა არის დოკუმენტის მფლობელის (თქვენ ან თქვენი კლიენტის) საკუთრება.
6. კონფიდენციალურობა
ჩვენ ვიყენებთ კონფიდენციალურობის დაცვის უმკაცრეს პროტოკოლს თუმცა არცერთი პროტოკოლი არ არის 100%-ით უსაფრთხო. პირადი მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში მივმართავთ პროცედურებს რომლებიც აღწერილია ჩვენს მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
7. გადახდა და საფასური
თარგმანის მომსახურების საფასური განისაზღვრება პროექტის მოცულობის და სირთულის მიხედვით. დაგვიანებულმა გადახდებმა შეიძლება გამოიწვიოს მომსახურების შეჩერება.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კანონით ნებადართული მაქსიმალური ფარგლებით, SamedicinoTargmna არ იქნება პასუხისმგებელი:
-არაპირდაპირ ან შემთხვევით მიყენებულ ზარალზე (მაგ., მკურნალობის შეფერხება)
9. შეწყვეტა
ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენსადმი მომსახურების გაწევა, თუ დაარღვევთ ამ პირობებს ან მონაცემთა დაცვის შესაბამის კანონებს.
10. კონტაქტი
იურიდიული საკითხებისთვის: Samedicino Targmna
ელ. ფოსტა: info@samedicinotargmna.ge