1. ვინ ვართ ჩვენ
შპს სამედიცინო თარგმნა („ჩვენ“) არის სამედიცინო თარგმანის მომსახურების მიმწოდებელი. ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვინახავთ და ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაციას.
მონაცემთა დაცვის საკითხებისთვის, დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს legal@samedicinotargmna.ge
2. ვიზე ვრცელდება აღნიშნული პოლიტიკა
ეს პოლიტიკა ვრცელდება:
-კლიენტებზე (ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ჩვენ შეგვიკვეთავენ მთარგმნელობით მომსახურებას)
-საბოლოო პაციენტებზე, რომელთა სამედიცინო ჩანაწერები წარდგენილია თარგმანისთვის
-ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორებზე
3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
კლიენტის მონაცემები: სახელი, ელ.ფოსტა, ბილინგის მისამართი, ტელეფონი, სამუშაო ადგილი
პაციენტის სამედიცინო მონაცემები: სამედიცინო ისტორია, ლაბორატორიული შედეგები, ეპიკრიზები, კლინიკური კვლევების ჩანაწერები
თარჯიმნის მონაცემები: CV, საბანკო რეკვიზიტები (გადახდისთვის), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
ვებგვერდის გამოყენება: IP მისამართი, cookies, მონახულებული გვერდები (იხ. ჩვენი Cookie-ის პარამეტრები)
4. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
მიზანი/სამართლებრივი საფუძველი
-თარგმანის მომსახურების შესრულება/კონტრაქტის შესრულება
-პაციენტის მონაცემების დამუშავება/მონაცემთა მმართველი არის კლიენტი; ჩვენ ვართ მონაცემთა გადამამუშავებელი
-მარკეტინგი (მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში)/თანხმობა
-სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა/კანონიერი ვალდებულება
5. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
-ზუსტი სამედიცინო თარგმანების მოწოდებისთვის
-თარჯიმნებისთვის შესასრულებელი სამუშაოს გადასანაწილებლად
-ინვოისების გასაწერად და გადახდების მისაღებად
-ჩვენი თარგმანის ინსტრუმენტების გასაუმჯობესებლად
-სამართლებრივ ან მარეგულირებელ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის
6. მონაცემთა გაზიარება
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ მონაცემები:
-ინდივიდუალურ თარჯიმნებს (ყველა ხელს აწერს კონფიდენციალურობის დაცვის ხელშეკრულებას)
-სამართლებრივ ორგანოებს, როცა ამას კანონი მოითხოვს
ჩვენ არასდროს ვყიდით პაციენტის მონაცემებს.
7. მონაცემთა შენახვის ვადები
მონაცემთა ტიპი/შენახვის ვადა
წყარო დოკუმენტები და თარგმანები/პროექტის დასრულებიდან 6 თვე, თუ კონტრაქტი არ მოითხოვს უფრო ხანგრძლივ ვადას
კლიენტის ანგარიშსწორების ინფორმაცია/12 თვე (საგადასახადო/სააღრიცხვო მიზნებისთვის)
თარჯიმნის განაცხადები/უარყოფიდან ან თანამშრომლობის შეწყვეტიდან 2 წელი
ვებგვერდის ანალიტიკა/48 თვე
ვადის გასვლის შემდეგ, მონაცემები უსაფრთხოდ წაიშლება ჩვენი სერვერებიდან.
8. მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვახორციელებთ:
-ფაილების გადაცემის დაშიფვრას
-წვდომის კონტროლის შეზღუდვას
-დარღვევის შეტყობინების პროცედურას
9. თქვენი უფლებები ( საქართველოს კანონის შესაბამისად)
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
-წვდომა თქვენს მონაცემებზე
-არაზუსტი მონაცემების შესწორება
-წაშლა
-დამუშავების შეზღუდვა
-წინააღმდეგობა გარკვეული ტიპის დამუშავებაზე
უფლებების განსახორციელებლად, მისწერეთ legal@samedicinotargmna.ge . ჩვენ ვუპასუხებთ 10 დღის განმავლობაში.
10. არასრულწლოვანთა მონაცემები
ჩვენ შეგნებულად არ ვამუშავებთ 16 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს მშობლის თანხმობის გარეშე. თუ თქვენ წარადგენთ პედიატრიულ სამედიცინო ჩანაწერებს თარგმანისთვის, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ სათანადო თანხმობა მიღებულია.
11. Cookies
ჩვენ ვიყენებთ აუცილებელ cookies-ებს უსაფრთხოებისთვის. შეგიძლიათ მათი მართვა თქვენი პრეფერენციების მიხედვით.
12. ამ პოლიტიკის ცვლილებები
ნებისმიერი ცვლილება რომელსაც შევიტანთ აღნიშნულ პოლიტიკაში ძალაში შევა გვერდის განახლებისთანავე.